ამ აღმართს მოვუწყობთ სვლას თუ შენი მისწრაფება ამას მოითხოვს კვლავ და არა ოცნება შენი და აღარც ტყუილი შენი ტყისკენ გავიშვრეთ ხელს რომელიც მივატოვეთ მზის ქვეშ დავუბარეთ რომ აღარ გვჭირდება ძეგლი და აღარც საგმიროდ ფერფლი ლექსს ისევ ისე დავუსხამთ ღვინოს ბედმა რომ გაგვიღიმოს გულს კვლავ ანთებულს შევუნახავ მირონს ჩუმად რომ არ ვიტიროთ ეს გული აღელვებული და ტემპი დაჩქარებული რომელიც აწმყოს მიაწვდის ძალას ეს გრძნობა ეკლებს რომ გადაფარავს ეს სიტკბო რომელიც მოქრის სიმშვიდე ლოდის, სიმშვიდე ლოდის