Kishore Kumar Hits

Quemmekh - Mamas lyrics

Artist: Quemmekh

album: Nostalgia


Შენ რომ გინდოდა რაღაცნაირი ცხოვრება გქონოდა
Შენ რომ გინდოდა შვილიც გყოლოდა
Თურმე ის შვილი შენსავით ომობდა
Მაგრამ გერჩივნა ეს არ გცოდნოდა
Შენ რომ გინდოდა სახლი აგეგო
Ხეები მიწაზე მყარად დაგერგო
Ჯობდა გენახა, ჯობდა გცოდნოდა
Დაწყებულ ომებს სხვაც რომ გლოვობდა
Შენ რომ გინდოდა, უნდა გცოდნოდა
Მეც მომინდებოდა, მეც მომინდებოდა
Ვერ გაუძელი უფრო გეცადა
Მარტო ომობდა
Მარტო ომობდა
Არ აგვირჩევია ჩვენ დაბადება
Არდაბადების დღეებს მოვითხოვ
Მარტო რომ გაგვწირეთ ჩვენ საბრძოლველად
Ჩვენგან უკეთესს როგორ მოითხოვ
Არპატიებს დღეებს მოვითხოვ
Არდაბადების დღეებს მოვითხოვ
Არდავიწყების დღეებს მოვითხოვ
Არდაბრუნებს სიკვდილს მოვიხმობ
Რომ დროზე გეცადა, რომ დროზე გაგეგო
Იქნებ ეს ომი, იქნებ არც დამეწყო
Იქნებ გეარა, გესწავლა, გენახა
Ჩემამდე იქნებ რამე გაგეგო
Არპატიებს დღეებს მოვითხოვ
Არდაბადების დღეებს მოვითხოვ
Არდავიწყების დღეებს მოვითხოვ
Არდაბრუნებს სიკვდილს მოვიხმობ

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists