Kishore Kumar Hits

Jansug Kakhidze - Kvekana Chalad Ara Ghirs lyrics

Artist: Jansug Kakhidze

album: Mravalzhamier


ჩემს ძმაკაცს ლუკმა უჭირდეს,
მაშინ მე წარღვნამ წამიღოს!
ის თხილის გული რად მინდა
თუ ცხრაჯერ ცხრად არ გაიყო?!
რომ ვიცი, სხვასაც ვარგუნე,
ის ლუკმა უფრო ტკბილია,
მე რამდენ გროშსაც ვიშოვი
ყველაში ძმაკაცს წილი აქვს.
ქვეყანა ჩალად არა ღირს,
სიცოცხლე ძალად არა ღირს,
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე -
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!
ქვეყანა ჩალად არა ღირს,
სიცოცხლე ძალად არა ღირს,
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე -
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!
რასაც ვიშოვნი, დავხარჯავ,
ცხოვრებას გემოს გავუგებ,
სამის მაგივრად გულის სწორს
გოდრით მიხაკებს წავუღებ,
შენ რომ აგროვებ, რად გინდა?!
გაბრმავებს ოქროს ტრფიალი,
გიჯობს ქეიფში გალიო ცხოვრება ოხერ-ტიალი!
ქვეყანა ჩალად არა ღირს,
სიცოცხლე ძალად არა ღირს,
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე -
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!
ქვეყანა ჩალად არა ღირს,
სიცოცხლე ძალად არა ღირს,
გინდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე -
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს!

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists