Kishore Kumar Hits

Jansug Kakhidze - Sazamtro lyrics

Artist: Jansug Kakhidze

album: Mravalzhamier


ეს ცხოვრება სიხარულით სავსეა
დარდიმანდი კაცის წესი ასეა
დღისით ცხელა უძილობა თარსია
ღამით გრილა, დოქი ღვინით სავსეა
გემო ვიცი, დღე ღამეში გავცვალე
მთელი ღუნდი ყურძნის წვენი დავცალე
ან რას მერჩით მე ქეიფი მაცალეთ
გემო ვიცი, დღე ღამეში გავცვალე.
ტატარა, ტატარა, ტატარა, ტატარა
ტატარა, ტაი, ტაი-ტაი, ტირირა
გემო ვიცი დღე ღამეში გავცვალე
მოყვარე ხარ, პეტრე განა სხვისი ხარ
ეს საზამთრო გიფეშქაშო ღირსი ხარ
მზე ამოვა ქვეყნად ხანძარს აანთებს
მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ
ტატარა-ტო, ტატარა-ტო, ტატარა-ტო
ტა-ტა, ტარარაი
მე არ დავწვავ იმნაირად ვანათებ.
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ
ჩემმა მზემ რომ თვითონ მზე ვარ
მოვედი და ჩემ მზეს ვფიცავ
ვებერთელა დედამიწამ
თვალი დააჭყიტა
რირაო, რერაო, რერა
რირაორერა
ორერა რირაორერა
რა კარგია ეს ქვეყანა
რა კარგია ეს ქვეყანა
ღამე წავა დილა მოდის
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ
აბა ნახე რა ამოდის?!
რირაო, რერაო, რერა
რირაორერა
ორერა რირაორერა
გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ
იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ
ამოვალ და ლურჯი ციდან
თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა
თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა
რირაო, რერაო, რერა
რირაორერა
ორერა რირაორერა
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ქვეყნად საქმე აღარ იყო
ჩვენი პეტრე ძილითა და
უსაქმობით მომკდარიყო
უსაქმობით მომკვდარიყო
რირაო, რერაო, რერა
რირაორერა
ორერა რირაორერა

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists