Kishore Kumar Hits

Niaz Diasamidze - Tsamzomi Chairto lyrics

Artist: Niaz Diasamidze

album: Usakhelouri


Წავიდა, ბედის ბორბალი დაიძრა
Დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
Განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
Სანახაობა დაიწყო
Პირველად მიწა და მხოლოდ ცა იყო
Არც კანონი და არც დრო არ იყო
Მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
Არ ვიცი, მი თუ ფა იყო
Აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
Ფანდურმა სიმი აიბა, ადამიანმა ციხე აიგო
Ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო

Აღარასოდეს განმეორდება
Და არ ჩაქრება ცეცხლი ომების
Ჩვენ არც მშვიდობა დაგვავიწყდება
Რომ დედამიწა ჩვენი ბუდეა
Და ვარსკვლავები ჩვენი გზებია
Რომ ეს ზღაპარი არ დასრულდება
Და საფერავი არ გახუნდება
Რომ სამუდამო არის შეხვედრა
Რომ მოგონება არ დაბერდება
Აღარასოდეს განმეორდება
Და არ ჩაქრება ცეცხლი ომების

Წავიდა, ბედის ბორბალი დაიძრა
Დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
Განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
Სანახაობა დაიწყო
Მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
Არ ვიცი, მი თუ ფა იყო
Აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
Ფანდურმა სიმი აიბა, ადამიანმა ციხე აიგო
Ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists