Kishore Kumar Hits

Niaz Diasamidze - Shota lyrics

Artist: Niaz Diasamidze

album: Saferavi


Ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების
Დიდთა და წვრილთა წყალობა შენაც ნუ მოგეწყინების
Უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების
Უხვად გაეცი, ზღვათაცა შესდის და გაედინების

Ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან
Ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან
Მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან
Ხომ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

Გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი
Გულია - ჟამ - ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი
Გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი
Ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი

Ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი
Სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი


Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists