Kishore Kumar Hits

Basiani Ensemble - Chakrulo (Gurjaani, Kakheti) lyrics

Artist: Basiani Ensemble

album: Ensemble Basiani - Georgian Folk Songs and Chants (2013 Album, Pt. 2)


ჰაი ხიდის თავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია
ჰა(1) ჰაი(2) ჰაი ჰა(1 2)
ჰა ჰაი ჰა (12)
ხიდის თავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია
ჰა ჰაი ჰა(2) ჰა(1) ახია(12) ჰარულალო ჰარულალო(12)
ჰარალო ჰარალო და ჰარულალო(2) ჰოი ჰო(2)
ჰაი ჰა(1) ჰარულალო ჰოი ჰო ჰო(1)
ჰარალო(2)
მუხრან ბატონის ყრმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
ჰა(1) ჰაი ჰაი ჰა(12) ჰა ჰაი ჰა(12)
მუხრან ბატონის ყრმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
დეკეული ვერ დავზარდე
კალო ვერ ვრეწე მოზვრითა
ჰა ჰაი ჰა (2) ჰა(1) ახია(12) ჰარულალო (12) ჰარულალო(12)
ჰარალო ჰარულალო ჰე (2)
(გუნდი1) ჰაი ჰა,
(გუნდი2) ჰაი ჰა
გუნდი(123)
ხმალო ხევსურეთს ნაჭედო
თელავში თუშმა გაგფერა
მეფე ერეკლემ გაკურთხა
საომრად ჯვარი დაგწერა
მტერო დამჩაგრე არ ვსტირი
ტირილი დიაცთ წესია
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში
მაგრამ არ დამიკვნესია
მაცალე ერთი ავლესო
ხმალჩახმახ ცეცხლის კვესია
სულ წმინდად მოგამკევინო
რაც ჩემთვის დაგითესია.
ჰაი ჰა ჰა(2) ჰა(1)
ახია ჰარულალო ჰარულალო(12)
ჰარულალო(2)

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists