Სხვა ფიქრებს, როგორც ტყვიებს, ნასროლს უმისამართოდ Მეტს ვეღარ ვიცილებ და მოაქვს უშენობის დროს Გული გადახტება წინ რომ ასწრებს ხოლმე გონს Ყინვაში ვერ ძლებს ის მზეს ეძებს არ ღალატობს Და შენს მაძებრად მიმაქანებს აწყვეტილი ასე შორს Რაც წლები მოგიხატავს ქარი ცდილობს წაიღოს Სიტყვას თუნდაც ერთხელ ნათქვამს მაინც შეგვინახავს დრო Ჩამომდგარი გაზაფხული ზამთრის ქარებს დაათბობს Სად არ იარა და მაინც შენსკენ ეძებს გზებს Შეხვედრის ჟრუანტელს გულს რა გადაავიწყებს Ეს ლექსიც წინას გავს და ვიცი გაგახსენებს ბევრს Მასშივე იწყება არ მთავრდება უძლებს წლებს ♪ Ბევრი ვცადე და მაინც ვერ დავმალე Მოლოდინში ვარ თვალი ვერ დავღალე Უხმო დღეები რამდენი გადავთვალე Გზები მივანდე, დიდხანს ვაცალე Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე Შენზე ნამღერით რამდენჯერ დავიცალე Რა არ ვცადე და მაინც ვერ დავმალე Მოლოდინში ვარ თვალი ვერ დავღალე Უხმო დღეები რამდენი გადავთვალე Აფრებს მივენდე, დიდხანს ვაცალე Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე Შენზე ნამღერითაც ბევრჯერ დავიცალე