Kishore Kumar Hits

Reggaeon - Ti Amo lyrics

Artist: Reggaeon

album: Tavisuphali


Სიყვარულს სიტყვით ვერ ახსნი
Მას მოქმედება სჭირდება
Უსიყვარულოდ სიცოცხლე
Ხომ იცი გაგვიჭირდება
Გული თუ გიგრძნობს შენც უთხარი
Ჩვენ ამისთვის ვართ შექმნილი
Რა ადვილია რომ ვიყოთ
Მომღიმარი და კეთილი
Ეს გრძნობა ცოცხლობს გაცემით
Უფალი გვითხრობს ამაზე
Უსიყვარულოდ თურმე მზეც
Არ სუფევს ცის კამარაზე
Სიყვარულს სიტყვით შენ ვერ ახსნი
Მას მოქმედება სჭირდება
Უსიყვარულოდ სიცოცხლე
Აბა ვის რაში გვჭირდება
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t'aime, Je t'aime - გამსგავსებ ედემს, ედემს
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t'aime, Je t'aime - ედემს, ედემს
Te quiero, Te quiero - მინდა სამყაროს შენზე ვუმღერო
Te quiero

Შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე
Რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე
Უაზროდ დავთვერი ფიქრები ვამღერე
Გულში რაც მქონდა ღვინით დავამღერე
Ყელში მაქვს ცრემლი თვალებში სევდა
Თურმე ამ გრძნობას დარდიც თან სდევდა
Მე არ მეშვება იმ დროის ლანდი
Შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი
Თვალებში სითბო და სინაზე გეხატა
Ასე დღე გხატავდი და ვერ დამეხატა
Შენი თვალები და შენი ღიმილი
Სიცოცხლის ფიქრში რომ გადამეხატა
Იმ დღეს ქარიც კი საოცრად ჰქროდა
Გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა
Თეთრად ნათობდა იმ ღამეს მთვარე
Უშენოდ ვერ ვძლებ, მომკალი ბარემ!
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t'aime, Je t'aime - გამსგავსებ ედემს, ედემს
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t'aime, Je t'aime - ედემს, ედემს
Te quiero, Te quiero - მინდა სამყაროს შენზე ვუმღერო
Te quiero


Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists