Kishore Kumar Hits

Ennui - The Withering Pt. II – of Long-Dead Stars lyrics

Artist: Ennui

album: End of the Circle


ვარსკვლავბო, მესმის
ზარი მარადის,
იქნებ მომკლავდეთ
უზღვრო ნათელში
თქვენსკენ მოვდივარ.
როგორც ზვარაკი,
უკიდეგანო.
შავბნელ ღამეში
და ამ ციალში უეცრად ვხვდები,
რამხელა ტანჯვით ნელ-ნელა კვდებით.
მიყურებთ, როგორც წყვდიადის თვალნი,
შორს წარსულიდან. მოუსათვალნი
მარადის
ბნელ, უსასრულოდ. შავი სივრციდან
ლამპარის-თანა-ვარსკვლავედიდან
დაბრმავებული ღვთიერი ხიბლით
ჩემი წარსულის ბილიკით ვივლი
თქვენიდან ვიშვი და ვახილე თვალი
ჩემი დაიწყო სიცოცხლე მწარი
და ისევ გხედავთ თუმცა აღარც ხართ
საუკუნის წინ იქეცით ნაცრად
ყველანი გვშობა მიწამ და სითბომ
დაბადებამდე სიკვდილმა გვიხმო
დაშანთულები ბოროტი წყევლით
ამ სამოთხიდან ჩვენ განვიდევნეთ
როცა მოვკვდებით. ვიქცევით სილად
წერია მკვდარი ვარსკვლავის სხივად
ჩვენ გვეჩვენება. ცხოვრება თითქოს
მცდარი და ცრუ შეიძლება იყოს
არავითარი მიზრო ჯაჭვი
ყველა ცოცხალი ვიქცევით მკვდრად
და მიწაც მალე იქცევა მტვრად
დაგვმარხეთ... გულხე დაგვადეთ მხოლოდ
ამ ვარსკვლავების მდუმარე წონა
საფლავის ქვაზე ნურაფერს დაწერთ
მვინდა სიჩუმის კალთაში ჩავწვეთ
მარტომ ვიცხოვრეთ,
ახლა კი გვძინავს,
ჩვენ სამარეზე ანთია ცივი
დიდი ხნის წინათ ჩამქრალი სხივი

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists