Kishore Kumar Hits

Ennui - Ennui lyrics

Artist: Ennui

album: The Last Way


ტალღა ეცემა ნაპირს,
გამაყრუებლად გმინავს,
ბაგეზე შევიგრძნობ მარილს,
ქარი კანს გამიყინავს.
ჩემს წინაშეა
დიდი, უსაზღვრო ოკეანე,
უსულო დამპყრობელი
ძალა მიწის და ცეცხლის,
სიზმრების სამყარო,
ფანტაზიების მხარე,
მშვიდი სულების მიწა
სამოთხე და განსასვენებელი.
შეხედე ამ უსაზღვრო, მხარეს,
სიმშვიდეს, ნეტარებას
სამუდამოდ აქ დაიმკვიდრებ.
მაგრამ ბორკილი მაბავს,
მიჯაჭვული ვარ ნაპირს,
ჩემს წინაშეა მხოლოდ
ცივი, მაღალი კედელი
ის შემიძლია ვიგრძნო,
კანზე შემეხოს ნაზად,
მაგრამ მას ვერ შევიცნობ
ამ გადაშლილ სილამაზეს.

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists