Kishore Kumar Hits

Ennui - The Descendant of Lifeless Rebirth lyrics

Artist: Ennui

album: The Last Way


მკვდარი გარდასახვის შთამომავალი -
უსასრულო სივრცის ცქერით ვტკბები,
უძირო დროის გადაკარგულში,
სადაც ნისლში ჰორიზონტი ქრება.
სასიამო უმეცრების ბურუსში,
სალი თავზეხელაღების კლდესთან,
ცვივა ყველა სურვილები ზეციდან,
და ბაზალტის ქვებზე იფშვნება.
მკვდარი გარდასახვის შთამომავალი -
მე გავაძრე პირველად არსს კანი,
ვერ გამათბეს ამ ამაყმა ციფრებმა,
არსებობის ნაშთი ვერ დავთვალე...
ვერ დავთვალე...
ასო გაქრა ფერგადასულ სახელში,
გაქრა სახელი, ვიღაცას რომ ერქვა...
უცხო სახეს, ვინმეს მიგამსგავსებენ,
დავიწყებულს, განსვენებულს მკვდრებთან.
როგორ ვუთხრა ჩემს თავს, თუკი მუნჯი ვარ?
დავუმტკიცო, რომ ვარ არაფერი?
ლპობის სუნი თვალს მიბრმავებს ცრემლიანს,
რას ვუყურო? ირგვლივ მხოლოდ მკვდრებია...
დაჟანგულ საკანში ჩავიკეტები,
ჭუჭყიან გისოსებს კბილით დავხრავ,
მძვინვარებით თავს დავტანჯავ, შევრჩები
ჩუმ სიზმარში, სიცოცხლეს რომ არ გავს...

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists