Kishore Kumar Hits

Bani - shin mousvlelo lyrics

Artist: Bani

album: bani songs


შინმოუსვლელო, სადა ხარ,
შენ ხომ თბილისი გიყვარდა?
სად ლპება შენი ქოჩორი,
თვალი სად ამოგიღამდა ჰე
სად ლპება შენი ქოჩორი,
თვალი სად ამოგიღამდა ჰე.
თბილისში ვარდი აყვავდა,
შენ სად არჩიე დარჩენა?
ნეტავი წამოგახედა,
მთაწმინდა კიდევ გაჩვენა ჰე
ნეტავი წამოგახედა,
მთაწმინდა კიდევ გაჩვენა ჰე.
შორი გამხდარა სავალი,
რამდენიც გინდა იარო;
აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ,
მხედარო გულნატყვიარო ჰე
აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ,
მხედარო გულნატყვიარო ჰე.
დედის ცრემლების მაგიერ,
გასველებს ღამის ნაწვიმი,
ნაქროლი საქართველოდან,
ფრთას დაგაბერტყავს არწივი ჰე
ნაქროლი საქართველოდან,
ფრთას დაგაბერტყავს არწივი ჰე.
რომ უფრო მეტად ნათობდეს
შენი სამშობლოს დიდება,
მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი
არასდროს დაიბინდება ჰე
მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი
არასდროს დაიბინდება ჰე.

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists