Kishore Kumar Hits

წერილი • Tserili - Gamoanate lyrics

Artist: წერილი • Tserili

album: Gamoanate


როცა უცხო უბნის სხვენში
უცხო ხალხში შემოხვედი, შენ
შემოხვედი და ეძებდი მზეს
მე ვიდექი გრძნობით სავსე
ვერ ვხედავდი ცაზე ვარსკვლავებს
შემოგხედე გამოანათე
გავიქეცი ბნელ ქუჩებში
დღემდე იმ წლებს გულით ვატარებ
სად ხარ მალე გამოანათე
მკვლელებით სავსე ქალაქში
მხოლოდ ჩვენ ორს გვაცილებდა მზე
ჩვენთან ერთად მოსიარულე
მხოლოდ ჩვენ ორს გვაცილებდა მზე
მხოლოდ ჩვენ ორს გვიღიმოდა მზე, მოსიარულე
სად ხარ ახლა რომელ მხარეს
რომელ არეს ავლებ მაგ თვალებს
რატომ არ მწერ ახალ წერილებს
მე ხომ ვიცი შენი გული
როგორ ძგერს და როგორ ძაგძაგებს
რომ გავს ძველ დაბომბილ ქალაქებს
მახსოვს გზაზე ყინვა იყო
ჩვენ კი ვენდობოდით ვარსკვლავებს
მხოლოდ ჩვენ ორს გვინათებდა მზე
მხოლოდ ჩვენ ორს გვაცილებდა მზე
მხოლოდ ჩვენ ორს გვიღიმოდა მზე, მოსიარულე
ახლა სად ხარ რომელ მხარეს
რომელ არეს ავლებ მაგ თვალებს
გამოანათე
გამოანათე
მხოლოდ ჩვენ ორს გვაცილებდა მზე
მხოლოდ ჩვენ ორს გვიღიმოდა მზე, მოსიარულე
ახლა სად ხარ რომელ მხარეს
რომელ არეს ავლებ მაგ თვალებს
გამოანათე

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists