Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Ghvtaebrivi Iurisprudentsia lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kofierebis Autaneli Sidzulvili


შალვა ცხოვრობდა მეცხრე სართულზე
თავის ასატანი გარეგნობის ცოლთან
ბოლო რამდენიმე თვე დილაობით
მას გულმკერდის არეში მძაფრი ტკივილი აღვიძებდა
ასეთ მომენტებში მას ყველა დაზეპირებული ლოცვა ახსენდებოდა
თუმცა ეს სულაც არ უშლიდა თვის ბოლოს
სახინკლეში თანამშრომლების პრემიის გაფლანგვას
მისი ნეპოტიზმის მსხვერპლი თანამშღომლები
მას ზურგს უკან შავ ძაღლ შეყოფილ შალიკოს ეძახდნენ
ერთ მშვენიერ დღეს მან გადაწყვიტა ექიმთან მისვლა
რომელმაც საკმაოდ უხეშად მიმართა
არ ვიცი რაში იყო საქმე
შესაძლოა ეს რამე ღვთაებრივი იურისპრუდენციის ნაწილი იყო
ექიმმა მას საკმაოდ თვითკმაყოფილი ღიმილით განუცხადა
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო
შალიკო გამწარებული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან
თავის კაბინეტში ჩაიკეტა და მთელი დღე ზარებსაც არ პასუხობდა
ასეთი უპატივცემლობა მისთვის წარმოუდგენელი იყო
რას ჰქვია ვიღაც დოხტორიშკა ეგეთ სიტყვებით ელაპაკება
ბოლოს ის წამოხტა თავისი სიმძიმისგან ლამის ჩატეხილ ოფისის სკამიდან
და დაიყვირა: რას ჰქვია კაცო?!
ბევრი ლოდინი არ დასჭირდა და მკერდის ტკივილიც დაბუნდა
ამჯერად მას ნახევარი სახე ჩამოეწელა და
რამდენიმე საათში მისი სხეული სრულიად ლურჯი და უსიცოცხლო იყო
ამბობენ სიკვდილის წინ მთელი სიცოცხლე გიტრიალებს თვალწინ
შალვას შემთხვევაში ასე არ იყო
მხოლოდ ის ეშმაკის მოციქული ექიმი
რომელიც უმეორებდა და უმეორებდა ერთსა და იმავეს
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო

მისი ასატანი გარეგნობის ცოლი
მომიტევეთ სექსიზმი
სახლში მარტო იჯდა და ზარს ელოდებოდა
ზარი გაისმა
მან ნიანგის ცრემლები მოუშვა და
შემდეგ თავის საყვარელს დაურეკა
რომელიც ჯერ კიდევ თეთრი ხალათით იჯდა და პაციენტებს ემსახურებოდა
ამბობენ მერე ორივე დაიჭირესო
არ ვიცი
ეს ლეგენდა ერთი ის არის რომ
იმდენად გავრცელდა რომ საწყალ შალიკოს განდონა ბავებმა ეს სიტყვები
საფლავის ქვაზე მიაწერეს პულივიზატორით
და არც კი არავინაა რომ წაშალოს სიტყვები ან გაწმინდოს
საწყალი შალიკო
ჭამე ჭამენაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
აბა როგორ გაიზარდო
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
როგორ გინდა გაიზარდო
ჭამე ჭამე ნაბოზვარო
როგორ გინდა გაიზარდო

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists