Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Hitleri Mtvareze lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kofierebis Autaneli Sidzulvili


ზოგჯერ მინდა მოგიკითხო
რას შვები და როგორ ხარ
ეგებ ამდენი წლის მერე
შენ სადღაც ზღვის ფსკერზე ხარ
ეგებ ფეხები გაფშიკე
როცა წერდი პოემას
ეძებდი მთავარ პერსონაჟს
მაგრამ სულ კარგავდი აზრს
ეგებ მთვარზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს სელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ბოძებზე მავთულები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები

მეზღვაური მიდის ცაში
შვილებს ემშვიდობება
მახსოვს ტიროდი შენ მაშინ
შენ არ გემახსოვრება
როცა ჩავქრებით ხორცით
და მუხლებში გადავტყდებით
აღარ გავიხსენებთ წყენას
შვილებს დავავიწყდებით
ეგებ მთვარზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს სელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ბოძებზე მავთულები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები

და ჩვენს გაყიდვანდელ გმირებს
ჭიქით მოვიხსენიებთ
თითქოს სხვა დროებში მოკვდნენ
დღეს აღარ ვაწყენინებთ
შენს თვალებში ვიყურები
როგორც სახლის ფანჯრებში
აღარავინ დარჩა წმინდა
ციფრულ საიქიოში
ეგებ მთვარზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს სელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ველზე მავთულხლართები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები
ეგებ მთვარეზე შენ მოკვდი
ფანტაზიის მხარეში
როდესაც ერთად დავკარგეთ
რწმენა ჩვენ ჩვენს თავებში
და აღარ გვყავს ღმერთი ცაში
არც გაყიდულ გულებში
და ზეიმის დროს ჩვენ ვტირით
ერთად სრულ სიჩუმეში

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists