Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Dzvirian Restoranshi lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kofierebis Autaneli Sidzulvili


შენ ჯერ ხარ 31 წლის
და დიდი ბიჭის შარვალს უკვე ეჩვევი
შენ ყველას დამცინავად ელაპარაკები
ვინც შენზე ნაკლები ხელფასით დადის
ძველ მეგობრებს არ კადრულობ პრინციპულად
და მთელი დღე სულ მარტო ეწევი
და ბარიგაც სამმაგად გაძლევს რაღაცა ნაგავს
იმდენად მასაც არ ევასები
და შენ მარტო ჭამ ძვირიან რესტორანში
ზიზღით გიყურებენ ქალები
და არც ცოლი გაძლევს საყვარელო სახლში
ოფისშიც ხალხს ეცოდები
და შენ შარშან იყავი ევროპაში
თვითონ არ იცი იქ რა გინდოდა
მთელი დღე შენ იჯექი შენს ოთახში
სადაც ყველა უშენოდ ერთობოდა
და შენ გაქვს ძალიან მაღალი განათლება
რაც დაგეხმარა სამსახურის ნახვაში
ერთხელ ადგა და გითხრა მამაშენმა
რომ პრობლემა არ იქნებოდა ამაში
და შენ მარტო ჭამ ძვირიან რესტორანში
დადიხარ გოიმურ კლუბებში
და არც ცოლი გაძლევს საყვარელო სახლში
სული ამოგხვდა იაფიან მუტლებში

შენი მამიკო მალე კვდება
შენთვის არავინ არის მისი შემცვლელი
და მისი ადგილი შენ კიარ გრჩება
ყველამ ვიცით რა მოდის შემდეგი
შენ ვეღარ ჭამ ძვირიან რესტორანში
და გაქვს ძველი მეგობრების იმედი
მაგრამ არც ცოლი დაგრჩა საყვარელო სახლში
და ძველ მეგობრებს შენ აღარ სჭირდები
იმიტომ რომ შენ
ყოველ დღე
ყლესავით მარტო ჭამდი ძვირიან რესტორანში
ზიზღით გიყურებდნენ ქალები
არც ცოლი გაძლევდა საყვარელო სახლში
და ოფისშიც ხალხს ეცოდებოდი

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists