Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Shens Baghshi Khe lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kofierebis Autaneli Sidzulvili


მე ვჭკნები როგორც შენს ბაღში ხე
ვქრები როგორც დილის სურნელი
შენ მე თითქმის დამივიწყე
მაგრამ მე მაინც ვარ ურყევი
ქარბუქს ჰყავს სამყარო ძილში
არ გაიღება კარი
შენ ისევ არ უპასუხებ ტელეფონს
მანქანებს შორის რიგში
იდგება შეშლილი ქალი
ოცნებობ სხვა ყოფილიყავი შეგეძლოს
და მე ვჭკნები როგორც შენს ბაღში ხე
ვქრები როგორც დილის სურნელი
შენ მე თითქმის დამივიწყე
მაგრამ მე მაინც ვარ ურყევი
ასფალტი შენს თვალებს ღებავს
თეთრად პრიალებს კანი
სიყვარულს ვეღარ გასცემენ ტუჩები
და ყველა ვინც გხედავს
ვერ მოგაშორეს თვალი
დღეს შენ ვეღარც კი გიცნობენ ქუჩები
და მე ვჭკნები როგორც შენს ბაღში ხე
ვქრები როგორც დილის სურნელი
შენ მე თითქმის დამივიწყე
მაგრამ მე მაინც ვარ ურყევი

გაჩერდნენ ფეხებქვეშ გზები
ქარბუქში ამოწყდნენ ხმები
ჩრდილებმა დაკარგეს თავისი საზღვრები
მე ვარ შენ შენ ხარ ჩემი
შენ ხარ ყველაფერი
რაშიც უკვალოდ და სამუდამოდ გაქრები
მე ვჭკნები როგორც შენს ბაღში ხე
ვქრები როგორც დილის სურნელი
შენ მე თითქმის დამივიწყე
მაგრამ მე მაინც ვარ ურყევი

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists