Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Mokalit Shvilebi lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Ukanaskneli Ghame Dedamitsaze


დღეს შენი შვილი მგონი
ცოტათი წაუპიდარასტებს
ხომ იცი როცა ეგეთებს ვხედავ ხოლმე
როგორ მაღიზიანებს
ადი სახლში ნამდვილი კაცივით
სერიოზულად ელაპარაკე
თორემ კიდევ თუ შემხვდეს სადმე
იცოდე პასუხს მე არ ვაგებ

მე სახლში მივიდივარ გაშლილი გზებით
წაშლილი სახით ვუყურებ ბავშვს
ახლა ავიღებ დავითრევ თმებით
სულ მაგიდაზე ვარტყმევინებ თავს
დამსკდარი ტუჩიდან წამოვა სისხლი
ჩვევით ის არც შემიბრუნებს ხელს
გადაეფარება მას დედამისი
და ერთხელ მასაც მივაყოლებ
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით დღეს თქვენი ბავშვი
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით თქვენი ბავშვი

გავიდა დრო მე და დედამისი
დავრჩით ორივე მის კისერზე
არ ვიცი რა გვაქვს ამ ცხოვრებაში
მეტი ურთიერთსიძულვილზე
ერთხელ ავდგები ნაგანს ავიღებ
ძილში სიცოცხლეს მოვუსწრაფებ
ანდაც უბანში ხალხს დავარიგებ
თორემ ტვინი ვეღარ გაუძლებს
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით დღეს თქვენი ბავშვი
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით თქვენი ბავშვი

ცოტა ხნის წინ პოლიცია წავიდა
დედამისი ზის ქვითინებს
დღეს დილას უბანში მკვლელობა მომხდარა
მოვიდნენ და გვისამძიმრეს
სცემდნენ ქუჩაში მთელი საათი
გამვლელებმა აუარეს გვერდი
და სანამ ჩატენეს სანაგვე ყუთში
ბოლომდე გახადეს გამოჭრეს ყელი
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით დღეს თქვენი ბავშვი
მოკალით დღეს თქვენი შვილები
მოკალით თქვენი ბავშვი

და მეზობლებმა დასტურით შეგვხედეს
ბავშვებს ჩვენგან აღარ მალავდნენ
მე ჩავიკეტე ჩემს კაბინეტში
და ტვინი ჭერს მივანარცხე
და ჩვენ მოვკალით დღეს ჩვენი შვილები
მოვკალით დღეს ჩვენი ბავშვი
მოვკალით დღეს ჩვენი შვილები
მთელი ღამე ისმოდა ცაში
მოკალით ყველამ თქვენი შვილები
მოკალით ყველამ თქვენი ბავშვი
მოკალით ყველამ თქვენი შვილები
მთელი ღამე ისმოდა ცაში

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists