Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Samshoblo lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Ukanaskneli Ghame Dedamitsaze


ათი შვილის მამა მუშაობას არ იწყებს
და ყოველ საღამო მძღნერში ზილავს შვილებს
ამაყობს და მერე შიგ ათავებს ცოლში
ცოლი მკვდარ ბავშვებს შველის მათხოვრობით
სხვის იმედზე ყოფნით მიდის მთელი ცხოვრება
დედაღორი ლეშად იქცა ბავშვი მაინც მოძვრება
თუ ამ ყველაფერში სადღაც არის სიმართლე
შენ ეცადე ადგომას მაგრამ ვერ გაიმართე
და ჩვენ მოვედით შენთან
ჩვენ მოვედით შენთან სახლში
ჩვენ მოვედით შენთან შენ
ფართოდ გაგვიღე კარები

შენ თავი გადაიპარსე და ემუქრები გამვლელებს
მათი პირფერობისგან შენ მუდმივად გახველებს
შენ წინ პატარა გოგონას ქვა დაეცა თავში
ფონდმა კარგად ისადილა მაგრამ მოკვდა ბავშვი
და ძილისწინ ყოველთვის შენ იხსენებ დედას
რომელიც არ იბრძოდა და სულ ითხოვდა შველას
სარკეში რომ იყურები უკვე ხედავ მამას
და ბოლოს და ბოლოს სცდილობ მოშორდე მთელ ნაგავს
მაგრამ ჩვენ მოვდივართ შენთან
ჩვენ მოვდივართ შენთან სახლში
ჩვენ მოვდივართ შენთან შენ
ფართოდ გააღე კარები

დიქტატორ-რევოლუციონერები
მთავრობა, ოპოზიციონერები
და ყველა ვისაც არ ეზარება
შენს ცხოვრებაზე კონტროლის აღება
პრეზიდენტები და მათხოვრები
იღბლიანები, ავადმყოფები
ბიზნესმენები, უფულო ღორები
მკვდარი ბავშვები და მათი მშობლებიც
როცა მოდის ისტერია
როცა შენ არა გაქვს ფული
და შენ დაგრჩა ერთი ტყვია
რომ შეიგრძნო სიყვარული
როცა მოვა ისტერია
და შენ არ გექნება ფული
გაიქანე ერთი ტყვია
შეიგრძენი ჩვენი სიყვარული
შეიგრძენი ჩვენი, შეიგრძენი ჩვენი
შეიგრძენი ჩვენი, სიყვარული
შეიგრძენი ჩვენი, შეიგრძენი ჩვენი
შეიგრძენი ჩვენი, სიყვარული
შეიგრძენი ჩვენი, შეიგრძენი ჩვენი
შეიგრძენი ჩვენი, სიყვარული
შეიგრძენი ჩვენი, შეიგრძენი ჩვენი
შეიგრძენი ჩვენი, სიყვარული
და ჩვენ მოვალთ შენთან
ჩვენ მოვდივართ ყველა სახლში
ჩვენ უკვე ვართ შენთან და
ჩვენ არ წავალთ შენგან არასდროს
შენგან არასდროს
შენგან არასდროს
შენგან არასდროს

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists