მე გილოცავ დასაწყისს მე გილოცავ დასასრულს ჩემს ოთახში სიკვდილი ზის ის უყურებს ტელევიზორს ♪ დილა ისე თენდება რომ ვერ გასცემ ხმას ახალ ცხოვრებას ამ შენს ახალ ცხოვრებას ♪ გახსოვს ადრე ვლაპარაკობდით და ვერავინ გვიგებდა შენი ადგილი ჩემს სახლში დაიკავეს ნივთებმა ეს დღეები უაზროდ ვიქნევ თავს აქეთ იქით ვაქანებ მაცივარში იქექება სიკვდილი საჭმელს ამზადებს ♪ აღარ დარჩა აზრები აღარ დარჩა სიზმრები აღარ დარჩა არაფერი და თუ ჩვენც არ ვიქნებით ტემპერატურა მინუსს გასცდა ყველამ დაკეტა ფანჯრები და სამყაროში მგონი ჩვენ ორს დაგვრჩა თვალები ♪ მე გილოცავ დასაწყისს მე გილოცავ დასასრულს ჩემს ოთახში სიკვდილი ზის ის უყურებს ტელევიზორს