Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Yvelaferi Kargad Aris lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Ra Tsudi Khalkhi Dadis Am Chven Lamaz Kvekanaze


ყველაფერი კარგად არის და ჩვენც ალბათ გვეშველება
ტელევიზორში მახინჯი კაცი ამბობს რომ დაგვეხმარება
მაცივარში გათბა ლუდი მთელი სახლი იყინება
და ათასში ერთხელ ჩემს ხუმრობაზეც გაგეღიმება

და არ არის გამოსავალი გვეხურება თავსახური
მე ვეღარ ვდგები საწოლიდან და საწოლში მაქვს ჩაფსმული
ყველა სიტყვა რომ ჰგავს წუწუნს აღარ ვარ კაი სანახავი
და არაფერი არ დარჩა იმისგან რაც მე ვიყავი
სულ გაიყიდნენ გმირები გაუფასურდნენ სიტყვები
და თუ დაიზარდნენ ბავშვები დროა ვაჭამოთ რასაც ვშვებით
ცოტა არის დარჩენილი ცხოვრებაში რაც ანათებს
უფრო ცოტა საჭიროა არაფერი რომ არ დაგრჩეს

და დღეს მინდოდა მეთქვა შენთვის როგორ მალე შეიცვალე
მე ხელებიდან გამეპარა რაც აქამდე ვერ დავინახე
დავიღალე არ მაქვს ტრაკი უაზროა ლაპარაკი
ჩახუტება კოცნები და ისევ თეფშის სროლები
და ასეთი გამძლეობით ვიცი არ გაგვიჭირდება
მერე რა თუ ყველა ბავშვი ხვალ დებილი გაიზრდება
მთავარია ცხოვრებაში გამძლეობა და იცოდე
ყველას მაგარი ჰკიდიხარ და უნდათ რომ მალე მოკვდე

მაგრამ ყველაფერი კარგად არის და ჩვენც ალბათ გვეშველება
ტელევიზორში რაც თავი მახსოვს ვიღაც ამბობს დაგვეხმარება
და თუ გინდა შეცვლა ახლა გვიანია გაჩერება
ყველაფერი მაშინ მოვა როცა აღარ დაგჭირდება


Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists