Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Alkoholiki lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kvela Irgvliv Mteria


დილას მე ყველაფერი მტკივა
და ვეძებ სამსახურს
და შენ სულ სახლში ზიხარ
და ყოველთვის ვიღაცის გშურს
გარეთ ისე ცივა
ჰაერში ყინავს ნაფურთხებს
და მაინც შენთან მინდა
შენი თავი მამხნევებს

და სასმელი ჩემში იტყვის
რომ მე შენ მჭირდები
მაგრამ ეს ყოველთვის მიდის
როცა მე ვფხიზლდები
მე დაგეხმარები
თუ გამოგადგები
შენ თავს გაბურღავ ისევ
და ამ ღამით დარჩები
შენ თავს ვამჯობინებ სასმელს
შენ თავს დაიჩეხავ
ვერ ააწყობ წინადადებას
როცა მე დამირეკავ და
გარეთ ისე ცივა
ჰაერში ყინავს ნაფურთხებს
მე მაინც შენთან მინდა
შენი თავის ყურება მამხნევებს

და გარეთ ისე ცივა
ჰაერში ყინავს ნაფურთხებს
მე მაინც შენთან მინდა
შენი თავის ყურება მამხნევებს
და მე ყოველთვის თავს ვგრძნობ მარტოდ
როცა ჩვენ ერთად ვართ
მაგრამ ყველაფერი მაწყობს
თითქოს მე არ მეხება და
გარეთ ისეთი ცივა
ჰაერში ყინავს ნაფურთხებს
მე მაინც შენთან მინდა
შენი თავის ყურება მამხნევებს


Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists