Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Mteli Dgeebi lyrics

Artist: დაგდაგანი

album: Kvela Irgvliv Mteria


წინა შუშაზე ჩამოდის თოვლი
შავი ღამე და ძველი სიზმრები
ვიღაცა შორიდან მოდის და მოდის
ახალ დღეების დანაპირებით

შენ ცხოვრობ ყველაზე მაღალ სართულზე
დადიხარ იაფ სასადილოში
და გესიზმრება ყოველ ღამე
რომ გელოდებიან ოთახის ბოლოში

მთელი დღეები
მთელი დღეები, შენ იქ ცდილობ ჩაენაცვლო ვინმეს
მთელი დღეები
მთელი დღეები, შენ იქ ცდილობ ჩაენაცვლო ვინმეს

ვერც შეამჩნიე როგორ დაბერდი
ყოველდღიური მსგავსი დინებით
და ვიღაც სახლიდან გადის და გადის
ახალ დღეების დანაპირებით

შენ ცხოვრობ ყველაზე დიდ მღვიმეში
აღარც დადიხარ სასადილოში
და გესიზმრება ყოველ ღამე რომ
გელოდებიან ოთახის ბოლოში

მთელი დღეები
მთელი დღეები, შენ იქ ცდილობ ჩაენაცვლო ვინმეს
მთელი დღეები
მთელი დღეები შენ იქ ცდილობ ჩაენაცვლო ვინმეს

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists