Და როცა მოვიდა საუბრის, დავის უფლება Მოვიდა თავისუფლება Რომ უნდა აღორძინებით Ჩვენ ისევ დაგვეწყო ნაცნობი სენი Მე მგონი დაგვცინის ბედი ან კარმაა Ამდენმა წელმაც რომ ვერ გვასწავლა Და რამაც გაგვწირა - მუდამ ღალატმა Სამეფო კარზე იგივე დადგმაა Გვეთამაშება! Თავის საქმეს მუდამ ჩვენივე ხელებით შვება Რაშია შვება?! Ქართველი მონობას მისივე ნებითვე თუ მოეშვება Მაშინ შეიცვლება! Მათი მეთოდიც ამართლებს Მთელი იმპერია Მტერი სულ ნაღმებს Მთელი ისტორია Ჩვენს შორის აგდებს Შვილო ეს ომია Მოგიყვან ფაქტებს! Კრემლიდან მორიგი განკარგულება Და მოღალატე ხო სულ გვეგულება Დედამოტყნულები, ფარული გეგმა Და სალამი - აფხაზეთ დაკარგულებმა! Პირველი პრეზიდენტია მცდარი Პირველი პრეცენდენტი და მკვდარი Და მერე უკვე სულერთია - ავირჩიოთ თუ მას ვინც მოერია Და შემდეგი გვერდი - ედუარდია Და შედეგი მეტი შეღავათია - Ომი ხომ არ არის მეტი რა გინდათ? Მომინდომეს შუქი, წყალი და ბინა? Ფიქრობდა ედუარდი Სანამ არ შევუვარდით Ვინ არის ხელში ვარდით Მგონი შენ შეგვიყვარდი Და ასე გრძელდება ეს ისტორია Მბრძანებელია ვინც მას მოერია Და შემდეგ მეფესაც ის მოერია Ქართული სენი რომ ქვია! Მეფე ცოტას კაიფობს Და მეფობას იფერებს Ის არავის დაინდობს Თუ ედავები სისწორეს Მეფე ვეღარ განაგებს Თავის პაიკებს Რადგან დაემგვანენ ისინი Მათივე ლიდერს Შუქი, წყალი გავუკეთე გზა Ვერ ვხვდები რა უნდათ სხვა?! Ფიქრობს და მასაც არ უნდა წასვლა Მარა სხვა არ არის გზა Და მეორდება მერეც ისტორია Მბრძანებელია ვინც მას მოერია Თუ მბრძანებელია - გასაგებია Იგივე სინდრომი გადადებია! Მეფე ცოტას ბატონობს Იმდენს პატრონობს Შეუძლია ტახტი დატოვოს Სხვას ჩააბაროს Ჩვენ ვეტყვით ჩვენს სიძნელეს Ის საუბარს გვიგრძელებს Ხომ ვჯობივართ იმ ძველებს?! Ნუ მიდარებ სიბინძურეებს Არ გვინდა წარსულიდან შედარება! Შენივე ერი თუ შეგედავება Რითი ვერ ისწავლეთ თავშეკავება Და მოგვარება Ხომ გევალებათ! Არ გვინდა გვინდოდეს დავტოვოთ ერთი Და ნუ გვეუბნებით ვიყოთ მადლობელი Რომ ამასთან ერთადვე ყელში ხელს არ გვიჭერთ (ჩვენ!) Უფლებით რომელსაც განიჭებთ (ჩვენ!) Სანამ ჩვენ ვამხობდით რეჟიმებს Და რეჟიმი გვესროდა რეზინებს Ამ დროს უფრო მეტად ოკუპირებული Ყველა ისტორია კოპირებული! "დუმიდან" მორიგი განკარგულება Და მოღალატე ხომ სულ გვეგულება "რაც ეღირება მიეცით! მიეცით გეგმა! Რომ დაიწყოს განხეთქილება Ჩვენივე ხასიათს არგებენ გეგმას Რა უნდა ჩვენთვის ერთმანეთის შეჭმას Და ისევ დაიყო ხალხი და ქვეყანა Დაეწყო, ეს სენი ადრეც შეეყარა Ვიცით რომ იყიდეს მაგრამ ვინ ეგ არა Ნაგავი გვეპოვა და გამოგვეტანა Რომელიც ყროლდება ეს 100 წელია Მოღალატეები სულ ასე წერია Ხოლო იმპერიამ გეგმა რომ სრულყოს Ქვეყანას ვინც ყოფს Ყველა ხელს უწყობს Ვიღაცა ბრიყვობს Ვიღაცა გაყიდეს Რა როგორც იყო Მაინც გადაკიდეს! Ვიღაცა გრანტიჭამიამ Გვირჩია უკეთ თუ როგორ ჯობია Და კიდე ცხვრები ვინც აიყოლია Და უცებ გრანტები აიღო ჭიამ! Ჭიების პოლიგონია Სხვა ჭიანჭველებიც გვღრნიან Რაც იყო მონაგონია Თუ გონს მოვედით გვიან Ჩვენი ხასიათიც დაამახინჯა Თავისი დაღი დაასვა Ამდენმა ომმა და სისხლმა Ამდენმა "რუსმა" და "სპარმა" Ამდენმა გლოვამ და ზიზღმა Რომ ვისაც ვებრძოდით Მას დაგვამსგავსა Ჩვენ ისე ვექცევით Ერთმანეთს მასა Მაშინვე როცა მიეცემა შანსი Ექცევა მისივე ძმას როგორც "რუსი" Ისევე გამეტებით როგორც "სპარსი" Განდიდებით კი ბელადის ასლი Იძახის რომ არის ევროპის გზაზე Და საქმე საქმეზე ძლევს კომუნიზმი Და რომ უნდა მორჩეს გამოძინებას Დაიწყოს ნანატრი აღორძინება Ის როცა ლაგდება მაშინ ირევა Და იწყება ქართული საშინელება Გათითოკაცება! Იმის დავიწყება ნანატრი რაც იყო Და თვითაღტაცება! Გათითოკაცებულს Თუ კი მას დაჭირდა Მას როგორც მტაცებელს Არ უჭირს გაწირვა Არ უჭირს გაცემა Მას უჭირს პასუხი Პასუხის გაცემა - თუ რატომ გაცუდდი?! Სანამ არ ჩაწვდება Რომ მას არ აცდება Თავიდან - დაცემა Თავისას აწვება Და უკვე ნანახი სცენარი ბრუნდება Ვუყურებთ ყველანი ვერ ხვდება ვერავინ Მტერი რომ გვერევა გეგმა აქვს ვერაგი Მის უკან - მსოფლიოს პირველი ბელადი Სანამ ჩვენ მთელი ეს წლები Ამ ძალაუფლებას ვანაწილებდით Ვნაწილდებოდით და ვანაწევრებდით Ხოდა მეც ამაზე გწერდით Პირველი გვერდი Თუ ერთმანეთს არ დავუბრუნდით Რამის დაბრუნება არის აბსურდი Რაც დაგვრჩა იმასაც სულ გადავუვლით Და მტერიც მოელის სულ განაბული! Თუ ვარ ქართველი Არ ეგონოს არც ისე ცოტა ვარ Სანამ ხან ილია და ხანაც შოთა ვარ Და ყველა დროში დროშა შორს წავა Მე კი ვარ მოსწავლე Ოსტატი - კოსტავა