Kishore Kumar Hits

გოგი ცაბაძე - თბილისური სერენადა lyrics

Artist: გოგი ცაბაძე

album: გოგი ცაბაძე და ტრიოთა შესრულება: გოგი ცაბაძის შემოქმედება ნაწილი X


რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს
ცრემლის ნამი, რა ვქნა,მე არ მასვენებს
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს
ვგრძნობ უშენოდ დღენი როგორ მაკლდება
გამიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება
არა არა მსურს მოწყნელი გიხილო
ამას მიჯობს,სამარეში მიხილო
მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით
განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით
დღე ვდარდობ და ღამე დავეხეტები
მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები
სიყვარულით ბედით განაწამები
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები
ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება
შენზე ფიქრი არასოდეს მომწყინდება
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists