Kishore Kumar Hits

ჯგუფი ყველა ● Jgufi Kvela - სამშობლო lyrics

Artist: ჯგუფი ყველა ● Jgufi Kvela

album: ჩვენ ვართ ყველა


მზის ამოსვლისას შენ გიყურებ და
ვრწმუნდები ალბათ შემიყვარდები
ჩვენ შორის მანძილს ავსებს ოცნება
გამაღვიძებდეს შენი კოცნები
გრძნობა გავარდა, გულში ჩავარდა
ვიცი მიხვდები დრო რომ გავა და
ალბათ გავგიჟდი, ასე მგონია
ლაჟვარდებს არღვევს ფრთანი თოლიის
შენ კი, შენ კი მიყურებ როგორც მორიარტ
შენ რძის სუნი გაქვს, მე მაგნოლიის
აღაც მცივხარ და აღარც მტკივდები
რით ვერ გაიგე? ბავშვო, მჭირდები
სამშობლო, დედაო ჩვენო
მინდა ეს სიმღერა გიმღერო
შავო ზღვა, ცისფერო მთებო
სამოთხევ მიწისა ქართველო
სამშობლო, დედაო ჩვენო
მინდა ეს სიმღერა გიმღერო
შავო ზღვა, ცისფერო მთებო
სამოთხევ მიწისა ქართველო
და ეს ერთადერთი
წილხვედრი სული
ორ ზღვას შუა არის გაბრწყინებული
ჰერიო ბიჭებო
ჰერი-ჰა-ერი ყველა ამ ჰიმნივით სიმღერას მღერის
მახსოვს ის ხედი, სადაც ისხედი
როცა ხელებმა შენმა უებრომ
გამაბრუა და ხიბლში ჩამაგდო
შენ კი მისმენდი როგორც მესტია
ეს სულსწრაფობა არვის გაანდო
ვხედავ შენს სახეს და ზედ ნესტია
იფეთქებს წყარო და ვით სამება შენი ლოყები გაინამება
ნანას ნუ მიმღერ სატრფო კარგო
ჩემთან იყავი არ დაიკარგო
ხელი მომკიდე! მაგრად მომკიდე
ერთად რომ კიდევ, კიდევ მრავალჯერ
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
გავშალოთ ფრთები, შენთან ვიქნები
და თუ დავრდნილს დაელოდები, ისევ აღსდგება! რო დასჭირდება
და ყველაფერი კარგად იქნება
სამშობლო, დედაო ჩვენო
მინდა ეს სიმღერა გიმღერო
შავო ზღვა, ცისფერო მთებო
სამოთხევ მიწისა ქართველო
საითაც ჩვენ გავიწევით ან ცხოვრებას სად წავუვალთ
შენ რომ ჩემი საცოლე ხარ ამას წყალი არ გაუვა
იცოდე თვალებს ნუ ხრი ჩემი ნუ გერიდება
ვარდების სურნელი და იისფერი მოგიხდება
შენ გამო შევაჩერებ სამყაროში ენტროპიას
მთვარე და ვარსკვლავები ერთმანეთს მიენდობიან
დრო გავა, სულ მალე დაგვიდებენ სტატუსს: ეს ჩემი საცოლეა. გაიცანი, ბაბუ
სამშობლო, დედაო ჩვენო
მინდა ეს სიმღერა გიმღერო
შავო ზღვა, ცისფერო მთებო
სამოთხევ მიწისა ქართველო, საქართველოო
და ეს ერთადერთი
წილხვედრი სული
ორ ზღვას შუა არის გაბრწყინებული
სა-ქა-რთვე-ლო
ჰერიო ბიჭებო
ჰერი-ჰა-ერი ყველა ამ ჰიმნივით სიმღერას მღერის

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists