სად გინახავთ ასეთი ტურფა მთა-ბარი ან ეს ზეცა-ფირუზი სხვაგან სად არი ან თუ სადმე გინახავთ თებერვალში ვარდები თოვლის ნაცვლად ზამბახებით დაიბარდნები ზღაპარივით ტკბილია მშობლიური მთა-ბარი ზეცა ასე ფირუზი, არსად არ არის გალობს ყველა ყვავილი, მღერის ნიავი აქ ხომ ყველა ბეღურაც ბულბული არის მღერის ახალ სიმღერას, შრომაშია გართული ნაომარი და ჭაღარა მიწა ქართული ზღაპარივით ტკბილია მშობლიური მთა-ბარი ზეცა ასე ფირუზი, არსად არ არის