Kishore Kumar Hits

ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia - Giorgobis Tve lyrics

Artist: ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia

album: Giorgobis Tve


თუნდ ჩემს ირგვლივ ხის ფოთლებიც
ნაღვლიანად ბაასობდნენ
შენს სიყვარულს თუ მაჩუქებ
არ მოვკვდები არასოდეს.
გინდ ცხოვრება გამიმწარდეს
ტკბილი წამი არ მახსოვდეს
შენს სიყვარულს თუ მაჩუქებ
არ მოვკვდები არასოდეს.
გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო
ჩამახედე სევდის თვალებში
ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო
არ მომაკლო შენი ალერსი.
თეთრი ზამთრის მოლოდინი
ეგ თითები თოვლისფერი
მომაფერე გევედრები
უსასრულოდ იყავ ჩემი.
გინდ ვარდები არ ვარდობდეს
გინდ დილა არ ლამაზობდეს
თუ სიყვარულს არ წამართმევ
არ მოვკვდები არასოდეს.
გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო
ჩამახედე სევდის თვალებში
ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო
არ მომაკლო შენი ალერსი.
გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო
ჩამახედე სევდის თვალებში
ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო
არ მომაკლო შენი ალერსი.

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists