Kishore Kumar Hits

ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia - Sad Iko da Sad Ara lyrics

Artist: ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia

album: Monatreba


წვიმიანი ქუჩები და ფიქრიანი წუთები
სიჩუმე და არაფერი სხვა
მიდიან და ბრუნდებიან
ცაზე თეთრი ღრუბლები
ვერ დაგვემალება
დავიწყებულ ლამაზ დღეებს
გულს წვიმა გაახსენებს
წუთი გააჩერებს დროს
მერე რა თუ დამასველებს
გზას მაინც გავაგრძელებ
წავალ უსასრლოდ შორს
რაც იყო და რაც არ იყო
მზემ მაჩუქა სხვამ წაიღო
სიყვარული მართლა იყო
გადაიარა
სად იყო და სად არ იყო
თითქოს უცებ ცა გაიღო
იწვიმა და გადაიღო
გამოიდარა
ნაცრისფერი ქუჩები და ნაირფერი ქოლგები
მე ოცნება შევაყვარე თავს
ყველა წვიმას ემალება
მე კი ნელა მივუყვები მოგონებების გზას
დავიწყებულ ლამაზ დღეებს
მე ისევ გამახსენებს გულში დარჩენილი ხმა
მაგრამ დროს არ გავაჩერებ
გზას მაინც გავაგრძელებ
ვნახავ რა მოხდება ხვალ
რაც იყო და რაც არ იყო
მზემ მაჩუქა სხვამ წაიღო
სიყვარული მართლა იყო
გადაიარა
სად იყო და სად არ იყო
თითქოს უცებ ცა გაიღო
იწვიმა და გადაიღო
იწვიმა და გადაიღო
მე დაველოდები მზეს
მზე ისევ მაჩუქებს სულ ლამაზ სიყვარულს
მომიტანს მე, ამამღერებს
რაც იყო და რაც არ იყო
მზემ მაჩუქა სხვამ წაიღო
სიყვარული მართლა იყო
გადაიარა
სად იყო და სად არ იყო
თითქოს უცებ ცა გაიღო
იწვიმა და გადაიღო
გამოიდარა
რაც იყო და რაც არ იყო
მზემ მაჩუქა სხვამ წაიღო
სიყვარული მართლა იყო
გადაიარა
სად იყო და სად არ იყო
თითქოს უცებ ცა გაიღო
იწვიმა და გადაიღო
გამოიდარა.

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists