კარკუჩით წამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი შვიდი მაყარი თან მოჰყვა შვიდთავე ცხენოსნიანი არ დაიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი ცალად ხიდთან რომ მივიდნენ დადგა ხანჯლების ტრიალი არ დაიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი ცალად ხიდთან რომ მივიდნენ დადგა ხანჯლების ტრიალი ქალმა სთქვა ახალგაზრდასა სიცილით შავეპარები მოვაკვლევინებ წყურვილსა ახლო არ გავეკარები ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში ბევრსაც ვარ გადანაყარი ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში ბევრსაც ვარ გადანაყარი ის კი არ გამიგონია დედოფალს კოცნის მაყარი პირმან დაგლოცათ ღვთისამან ნაწილმან ბარძიმისამან ალავერდს წმინდა გივარგიმ ქალაქში სივანისამან ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გასტუმრებასა ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა ვაჟების ქორწინებასა ქალების გასტუმრებასა