Kishore Kumar Hits

Chveneburebi - Love Song lyrics

Artist: Chveneburebi

album: Project Caucasus


ქალავ შეგხსნია გულის საკინძე
ვედრება ჩემი ღმერთმა ისმინა
ლამაზ მკერდიდან ამოგდის მთვარე
დალალებიდან მზემ შემოგცინა
შუქად მოსულა არწივთა მხარეს
ბედის ვარსკვლავი ბრწყინავს ჩემს წინა
მთის ობოლ ყვავილს წრფელი მაქვს ნება
სიტურფე ჩემი ღმერთმა ინება
ბედის ვრცელ მანდილს წამავლებს მხრებზე
დედის თვალები მრჩება იმედად
შენეულ სურვილს როგორ ავყვე და
მზე თუ არ იხმეს გულის სიმებმა
შენეულ სურვილს როგორ ავყვე და
მზე თუ არ იხმეს გულის სიმებმა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ქალავ, მზექალავ ოცნებას მალავ
ნატვრად მიიღე ჩემი სურვილი
ყვავილს ყვავილი მოგეწნას თმებზე
გულმა ჩემდამი იგრძნოს წყურვილი
მნათობდეს კვარად, ფუჭად არ წახდეს
ჩამქრალ ბაგეთა გულის სურვილი
ნუ ასდევ ვაჟავ მხოლოდ სურვილებს
ბედის ამბავი ცაზე წერია
მთაზე ასული პირჯვარს გადვიწერ
ხატს შეეწიოს სანთლის ფერია
მარად სიკვდილი დასდევს სიცოცხლეს
შეუშრობელი მხოლოდ ცრემლია
მარად სიკვდილი დასდევს სიცოცხლეს
შეუშრობელი მხოლოდ ცრემლია
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა
ნანა ნა ნა ნა ნანა

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists