Გულგრილობა და ძალმომრეობა Მიუღებლობა თავისუფალი ფიქრის Ხედავ არ მოგწონს, მაგრამ ჩუმად ხარ Შენთვის კომფორტულ კომაში იცდი Ადამიანი უნდა ცხოვრობდეს Ჩვენ, სამწუხაროდ, ვცოცხლობთ ბრძოლაში Ვიღაცა შენს შვილს ლუკმას აცლის და Შენ კი ვარჯიშობ ქვების სროლაში! Ჩვენ კი ზურგს ვაქცევთ დრომოჭმულ კანონს Ჩვენ ერთმანეთით ვცნობთ რეალობას Ხედავ, გვართმევენ სივრცეს სუნთქვისთვის Შენ კი გროშებში ცვლი მენტალობას! ♪ Ილუზიებში მოსჩანს ედემი Აღარ არსებობს ბავშვი მშიერი Უკანონოა ჩვენგან პროტესტი Მათგან ძარცვა კი კანონიერი! Სადღაც შენ გტკივა ეს სატკივარი Მაგრამ არ იძვრი, თავს არ იწუხებ! Უმოქმედობაში ხმება, ამოდის ბალახი Შემთხვევით ვინმესთვის ხომ არ გისვრია ტალახი?! Გაუმაძღრობა იპყრობს ქვეყანას Მოურიდებლად სიცრუეს გვიხსნის Თუ უნდა ახალ ვირუსს შექმნის და Შენ კვლავ იცდი! Პირველად მეგობრის ჩაგვრას თვალი აარიდე Შემდეგ შეცდომა შენი გეგონა, დაივიწყე Შენ მხოლოდ ფიქრში დარჩი, ცხოვრებამ გაიარა Შენთან ვარ, მომეცი ხელი Მივხედოთ ამ იარებს Გდევნიდნენ, მე გთხოვდი შველას Მაგრამ დღემდე იცდი Გთხოვდი Გთხოვდი Გთხოვდი და კარგად იცი Შენ ყოველ ფიქრში ტანჯულ ცხოვრებამ გაიარა Შენთან ვარ, მომეცი ხელი Მივხედოთ ამ იარებს ♪ Მივხედოთ ამ იარებს ♪