Kishore Kumar Hits

რევაზ ლაღიძე - ჰიმნი ქუთაისს lyrics

Artist: რევაზ ლაღიძე

album: რევაზ ლაღიძის სიმღერები


გულმა შენთან დაიბუდა
შენს ალერსში დავიღლები
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით ყვავილებით
ხელგაშლილი ლაღად დგახარ
თავმომწონე მასპინძელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი
ქუთაისო ჩვენი ერის
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
აქ ბაგრატის სხივი ელავს
აქ გელათი შუქში სცურავს
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა
სულ მაისის სურნელია
საფირონი მოაქვს რიონს
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს
ქუთაისო ჩვენი ერის
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
შენ შეგხარით შენ გიმღერით
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
ქუთაისო, ქუთაისო

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists