Kishore Kumar Hits

Fula Calypse - თამაშგარე lyrics

Artist: Fula Calypse

album: თამაშგარე


Მქონდა რამდენი რამე
Და რამდენი რამე არ მქონდა
Გავტეხე ყველა ღამე
Სასიარულო მქონდა
Ვიყავით მარტო მე და მე
Ანუ არც ისე ცოტა
Ვიტამინი ვარ და ვარ მე
Შენთვის სასარგებლო ბოდვა
Ამას ჩემს გარდა ვინ იტყოდა
Ფანჩებს რობინივით ვინ ისროდა
Ფაქტებს გახსენებ რაც არ გახსოვდა
Მზე ანათებდა და FulA Calypse-ობდა
Მე D ვიტამინებს ვიღებ სხივებით, მედიცინა მაქვს ჩემი
Განვიკურნები იმ ყვავილებით მე რომ ამოვიჩემე
Ვიცი შენ რო' ვერ დაიჯერე, მე ეგ წამიც კი დავიჭირე
Შენ შენი თავი ძალით დაიბერე
Ჰოდა მე შემეშვი, ნუ გამიჭირე
Მე ვარ ის ვინც უნდა ვიყო და შენც გახდი ის ვინც ხარ
Ასე უნდა მომხდარიყო რომ გაგეგო რისთვის ხარ
Რომ აგეღო თავზე ხელი, იდექი განზე
Შენს თავისუფლებას რომ აღარ ცვლიდე მათ სუფრაზე
Მე როგორც ადრე ისე დღეს
Ისევ ვიმკი, ისევ ვთეს
Ისევ კარგს და ისევ ბევრს
Და უამრავ სიკეთეს
Ვრეკავ ზარით განგაშებს
Ვლესავ დანით დამქაშებს
Არ ვთამაშობ თამაშებს
Და შენით მიხვდი დანარჩენს
Და დღეს უფრო აზრზე ვარ
Ვიდრე გუშინ, გზაზე ვარ
Გზაში საღ გონებაზე ვარ
Მიშვებული ნებაზე ვარ
Თუმცა არ ვსტუმრობ აფთიაქს
Არაფერს ვსვამ იაფიანს
Მე არ ვამდიდრებ მაფიას
Ვერ ვიტან პირებს ქაფიანს
Მე ვწერ ჩვენს ბიოგრაფიას
Ჩვენ თითქმის ერთი CV გვავს
Მაგრამ შენ ვეღარ მოძრაობ
Თავი გისკდება და ხელიც ცივი გაქვს
Ხელები უნდა გაითბო
Ჯობია სულ იბაითო
Რომ ისევ აღარ გაიგო
Რომ სადღაც რაღაც დაიდო
Არ ვიცი პირველი იმედის დაკარგვის მიზანი, მიზეზი რა იყო?!
Ეს იყო პირველი, პირველად მიხვდი რომ ეს უკანასკნელი არ იყო
Პირველი არ ხარ, მარტო შენ არ ხარ, ვისაც ეს არასდროს არ ეყო
Რამდენ იდიოტს ეგონა თავი მეფე, თავის სორო კი სამეფო
Მოკლედ სულ თამაშგარე ვარ
Ჩემი კარის მეკარე ვარ
Ჩემი თავის მევალე ვარ
Რა გვიან, მე სულ მალე ვარ
Თუ ბნელა სავსე მთვარე ვარ
Მე დილის არემარე ვარ
Არასოდეს ვთამაშობ
Მე სულ თმაშგარე ვარ
Მე როგორც ადრე ისე დღეს
Ისევ ვიმკი, ისევ ვთეს
Ისევ კარგს და ისევ ბევრს
Და უამრავ სიკეთეს
Ვრეკავ ზარით განგაშებს
Ვლესავ დანით დამქაშებს
Არ ვათმაშობ თამაშებს
Და შენით მიხვდი დანარჩენს
Მე როგორც ადრე ისე დღეს
Ისევ ვიმკი, ისევ ვთეს
Ისევ კარგს და ისევ ბევრს
Და უამრავ სიკეთეს
Ვრეკავ ზარით განგაშებს
Ვლესავ დანით დამქაშებს
Არ ვთამაშობ თამაშებს
Და შენით მიხვდი დანარჩენს

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists