Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Sweet Love lyrics

Artist: Fula Calypse

album: Sweet Love


ვდგავ ნაბიჯს ისე თითქოს დედამიწას ვთელავ ფეხქვეშ
თუმცა მთელ ამ ილუზიას მინუსი აქვს ჭერქვეშ
როდის დავეხსნები ამ შენობას, ღამეს პირქუშს
მელის პრინცესა სასახლეში, ვტოვებ ამ ჯიხურს
სახეს ცინიკურს ვიღებ და ოდნავადაც არ ვღელავ
ბოლო დროს სულ აღარ მიღებ, ამიტომ შენს ცაზე ველავ
წამებს წუთებში ვწელავ, სანამ შენ ნუგეშს მიცელავ
თვალის გუგებში ფართომ და გულში ნუგეშისცემამ -
ვერ გამართო უშენობისას აქ ვერც ერთმა სცენამ
ვისკის ბოთლების ცვენამ, ფიქრის ბოდვების ფრენამ
ნეტავ რა გესმის შენ ამ მონოლოგიდან სმენამ
არ გიღალატოს არ დამტოვო, არ გატკინოს ტკენამ
მეც ხომ ადამიანი ვარ, ნაღდად ადამიანი
შენ რომ დარჩი სახტად, მე მაგ დროს სად არ ვიარე
შენ რომ დარჩი სახლში, მე მაინც გამოგიარე
ნუ ხარ პანიკაში, არ თქვა რომ არ მოგიარე
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე
მნახე საიდან სად
ჩემით რომ გახდი ავად
მომსწრე გახლდი თავად
ვერაფერს დამიმალავ
(Love is love... love is love... love)
შენ მე გზას მიკვალავ
ამ გზას მოვყვები კვლავ
ამბად მოვყვები ხვალ
რამდენ რამეს ჩვენზე მოვყვები და რეებს ხომ ხვდები
მაშინ გადაგეხვევი როცა შენ ამიმბოხდები
სწორედ ამიტომ, ფეხქვეშ უნდა გავიგო გზები
რომ გავიგო როგორ ხარ, რას ფიქრობ და სად იმყოფები
დიახ, მე მინდა ფრენა, მე ყველაფერს ვეცდები
მზად ვარ ვესესხო ეშმაკს ფული, ანგელოზებს ფრთები
გაიგებ ახლოს იმას რასაც შორიდან ვერ ხვდები
ვიქნებით პირისპირ, ვეღარ დამიპირისპირდები
გპირდები... მე... სულ მე, სულ მე ვიქნები
გჭირდები... და თურმე სულ გესიზმრები
ათასერთჯერ აგიხსნი ათასჯერ თუ ვერ მიხვდები
არა მართლა არვიცი ოდესმე თუ მეღირსები
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე
ნეტა ვიცოდე რას განიცდი
ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ
ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists