Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Davrchi da damedzina lyrics

Artist: Fula Calypse

album: Davrchi da damedzina


Ისევ ვეცდები, რომც იყოს ეს 23-ე ცდა
Ისევ ვეშვები სხივივით, სადაც ბნელი გამეფდა
Წადი მშვიდად დაიძინე, ფიქრები თუ დაგესხა (თავს)
Გავიგე ეს ერთიდაიგივე, ჩართე რამე სხვა!
Მე ისე უბრალოდ ჩემთვის, შენთვის უნდა ამეხსნა
Მე ისევ იქ ვიქნები სადაც შენ გინდა რამე ხსნა
Პირი გამიშრა და რამე სითხე თუ გაქვს დამისხი
Ისევ გამიხსნა, არ გაგიკვირდეს თუ თავს დაგესხი
Ჩემია ახალი გზა
Ახალი იდეა, ახალი ცდა
Ჩემია სარკეში ჩემი ასლი
Ჩემია ყოველი ჩემი აზრი
Ჩემია ვისკი და კონიაკი
"ტისკი" და ნაკლები ფორიაქი
Და მთელი ამ "ეიფორიათი"
Მე ვარ დავითი, შენ გოლიათი
(ქუჩა)
Ქუჩა ჩემია, ჩემი არ არის შიში
Შუა ქუჩაში დნება ჰაშიში
Ვინც აქ არ არის, არ არის გიჟი
Და ვინც აქ არის მე გავაგიჟე
Განა მე დავპატიჟე ვინმე
Უკან მომყვებოდნენ, მივდიოდი ჩემთვის წინ მე
Თვალწინ გამიარა ყველაფერმა ამასწინ მე
Ეს თუ განგებაა ვერ აღვუდგები მას წინ მე
Რეაქცია მაქვს უსამართლობაზე მაშინვე
Ხომ იცი სადაც არ უნდა ვიყო, რომ ვარ შინ ... მე
Დავრჩი და დამეძინა
Დღესაც ხომ გადავრჩი და სხვა მეტი რა?!
Ყველა ფიქრი თავშივე ჩამეძირა
Და სადაც ბოლოს დავრჩი იქ ჩამეძინა
Დავრჩი და დამეძინა
Დღესაც ხომ გადავრჩი და სხვა მეტი რა?!
Ყველა ფიქრი თავშივე ჩამეძირა
Და სადაც ბოლოს დავრჩი იქ ჩამეძინა
Კარი უნდა გაიღოს
Თუ ხანძარია, ზარი ცაში
Რომ გადაიღოს
Ვიღაც გარედან გვიტევს, ამას მთელი პლანეტა ფიქრობს
Ჰორუსი ჩაკეტეს ისევ, კვლავ სეთი გამეფდა თითქოს
Თუ ესმის ასიდან თითოს
Კარგ შთაბეჭდილებას მიტოვებს
Წლები გაფრინდა თითქოს
Და გისოსებს მიღმა სიშორეს
Ვეღარ იშორებს ის ვინც ამ ჩაკეტვის სურვილებს ფლობს
Ფილტვებში კვამლი მსურს, გაჩუქებ (თუ ჩაუკიდებ) სტროფს
Ვარ სრულიად ფხიელი, ნებისმიერი თრობის ქვეშ
Ნების ვარ შესაბამისად ჩემი თავისვე ფლობის ქვეშ
Ვფიცავ, ვამბობ ჰიპ ჰოპს და არაფერს ჰიპ ჰოპის მეტს
Ნუ გგონია ვიწყენ, არაფერს ვაკეთებ გართობის მეტს
Თუ დავმარცხდი, ნებით, აბა ვინ მომიგებს?!
Ზღვაში გავაჭრი გემით, აქ სადღაც რომი დევს
Რომით მთვრალი ალბათ გემზე ჩავწერ მორიგ ტრეკს
Ორი თვალით დაძინება რომ არ მიმინდეს
Დავრჩი და დამეძინა
Დღესაც ხომ გადავრჩი და სხვა მეტი რა?!
Ყველა ფიქრი თავშივე ჩამეძირა
Და სადაც ბოლოს დავრჩი იქ ჩამეძინა
Დავრჩი და დამეძინა
Დღესაც ხომ გადავრჩი და სხვა მეტი რა?!
Ყველა ფიქრი თავშივე ჩამეძირა
Და სადაც ბოლოს დავრჩი იქ ჩამეძინა

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists