Kishore Kumar Hits

მამუკა ჩარკვიანი - ბეთანია lyrics

Artist: მამუკა ჩარკვიანი

album: დაბრუნება


Შენ არ გინახავს, Ჩემი ხელები
Ჩემი თვალები და ჩემი მხრები
Გადარეული თეთრი ცხენებით
Და შორეული ზარების ხმებით
Შენ არ გინახავს ჩემი ნისლები
Მთიდან ქორების ფრთით მოტანილი
Თეთრი ქარები როგორ ივსება
Დღეები ლურჯი ქრისტეს ტანივით
Შენ არ გინახავს ფრესკის სიშორე
Ფერი ფასკუნჯის, ფერი ქედნების
Მირონის სურნელს როგორ იშრობენ
Ჩემი სხეულის ძველი კედლები
Ჩემი სხეულის ძველი კედლები
Და დგანან ქარში მთები ძლიერი
Და საფლავები დღეებს ითვლიან
Მწვანე ხეები ტუჩებ რძიანი
Ყვითლდებიან და მზიკსენ მიდიან
Და დგანან მთები გულმოსულები
Და მარწუხები ბნელში ჰკიდიან
Ჩრდილებში ჰყრია ავი სულები
Და კეთილები მზისკენ მიდიან
Შენ არ გინახავს ფრესკის სიშორე
Ფერი ფასკუნჯის, ფერი ქედნების
Მირონის სურნელს როგორ იშრობენ
Ჩემი სხეულის ძველი კედლები
Ჩემი სხეულის ძველი კედლები
Შენ არ გინახავს მოდი და მნახე
Რომ ეს ტაძარი ჩემი ტანია
Სათნოებისა ვარ შენი სახლი
Შენი სხეულის ვარ ბეთანია
Მორჩილებისა ვარ შენი სახლი
Შენი სხეულის ვარ ბეთანია

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists