Kishore Kumar Hits

მამუკა ჩარკვიანი - სატრფიალო lyrics

Artist: მამუკა ჩარკვიანი

album: დაბრუნება


რა ვუყო გულმა
ვერ დაგივიწყა
არცა ჩემი ხარ
არცა სხვისი ხარ
შენ სიყვარულის
არა იცი რა
შენ გაფრენილი ლურჯი ნისლი ხარ
მზეში ჩამჯდარი ზეცის ოქრო ხარ
მე აქ მიწაზე დავალ ჩოქვითა
ჩემო რა ერთი მითხარ როგორ ხარ
იქნება ვკვდები უშენობითა
ცრემლით ივსება
ღვინის ჭიქები
ვკვდები და ცაში მინდა დამარხვა
ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები
შენ ჩამომსვლელი ციდან არა ხარ
მზეში ჩამჯდარი ზეცის ოქრო ხარ
მე აქ მიწაზე დავალ ჩოქვითა
ჩამოდი ციდან მითხარ როგორ ხარ
იქნება ვკვდები უშენობითა
მარტოობაში, ვზივარ მკვნესარი
შენი სიცივით გულიც გამთბარა
გამოიხედე, ციდან მზესავით
შორიდან მკითხე ეგრე რათა ვარ
მზეში ჩამჯდარი ზეცის ოქრო ხარ
მე აქ მიწაზე დავალ ჩოქვითა
ჩამოდი ციდან მითხარ როგორ ხარ
იქნება ვკვდები უშენობითა
ჩამოდი ციდან მითხარ როგორ ხარ
იქნება ვკვდები უშენობითა

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists