Kishore Kumar Hits

მამუკა ჩარკვიანი - ჩემი თბილისი lyrics

Artist: მამუკა ჩარკვიანი

album: დაბრუნება


რუსთველის ჭადრებს
ვერცხლისფერ ჭადრებს
ტაშის ცემაზე, გატრუნულ ჩიტებს
ჩემი თბილისის საღამო ვანდე
და მერე გული, ვერ დავიმშვიდე
და სიჭაბუკე აღმართებს მისდევს
შავნაბადასთან ქოროღლის მთები
და ქორებივით გაფრენილ ხიდებს
ოქროს თბილისი, უჭირავთ ფრთებით
შენი თვალები, ჩემს თვალებს გვანან
როგორც მეტეხთან მტკვარსა გავს მტკვარი
შენს სიყვარულში მზესავით ვდგავარ
რომ თბილი გქონდეს, ფუძე და კარი
ნუ გაამტყუნებ ჩემს წუთი სოფელს
ისევ ჯობია შორიდან გნახო
არ შემიძლია მე შენთან ყოფნა
შენ მე დამღალე, ლამაზო სახლო
ავალ და გნახავ ოქროყანიდან
მერე ავალ და წყნეთიდან გნახავ
რადგანაც სული ვერ აგარიდე
რადგან სამოთხის ხესავით დგახარ
შენი თვალები, ჩემ თვალებს გვანან
როგორც მეტეხთან მტკვარსა გავს მტკვარი
შენს სიყვარულში მზესავით ვდგავარ
რომ თბილი გქონდეს, ფუძე და კარი
მეძახის შენი სინათლის ზღვარი
როგორც მეუღლის მძიმე უღელი
ვარ შენს უღელში შებმული ხარი
და გრიგალეთში ქედ მოუხრელი
შენი თვალები, ჩემ თვალებს გვანან
როგორც მეტეხთან მტკვარსა გავს მტკვარი
შენს სიყვარულში მზესავით ვდგავარ
რომ თბილი გქონდეს, ფუძე და კარი
რუსთველის ჭადრებს
ვერცხლისფერ ჭადრებს
ტაშის ცემაზე, გატრუნულ ჩიტებს
ჩემი თბილისის საღამო ვანდე
და მერე გული, ვერ დავიმშვიდე
და მერე გული, ვერ დავიმშვიდე

Поcмотреть все песни артиста

Other albums by the artist

Similar artists